ქალთა ნაკრები


შვიდქალა ნაკრები ოდესიდან დაბრუნდა

საქართველოს შვიდქალა ნაკრებმა, უკრაინის ქალაქ ოდესაში ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა. ქართველმა გოგონებმა ჩატარებული ოთხი თამაშიდან სამი მოიგეს და მხოლოდ ფინალში უკრაინის პირველ ნაკრებთან დამარცხდნენ. ქალთა ნაკრები ბელგიაში გასამართ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება. ნაკრების მთავარი მწვრთნელი პავლე ჯიმშელაძე უკრაინულ ტურნეს დადებითად აფასებს. ტრამვების გამო, ფინალში ძირითადი შემადგენლობის ორი მოთამაშე დაგვაკლდა, რამაც უკრაინის პირველ ნაკრებთან განცდილ მარცხზეც დიდი გავლენა იქონია. ჩვენი ნაკრები საკმაოდ მოკრძალებულ B ლიგაში ასპარეზობს, ხოლო უკრაინისა და მოლდოვის ნაკრები გუნდები, ქალთა უმაღლესი ლიგის TOP 12 -ის წევრები არიან. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ რეიტინგში ჩვენზე გაცილებით მაღალ დონზე მდგარ ნაკრებებთან შეგვიძლია თანაბარ დონეზე თამაში. არის ხარვეზები რომელთა გამოსწორებაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა. ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ, მოსამზადებლად დრო კიდევ გბაქვს. 17 მაისს ნაკრები რომში კიდევ ერთ საეთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. რომის ტურნირი ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს შვიდკაცა სარაგბო ნაკრებები იღებენ. აღნიშნული ტურნირი კიდევ ერთხელ მოგვცემს საშუალებას მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპს უკედ მომზადებულები შევხვდეთ. იმედი მაქვს, არსებულ ხარვეზებს გამოვასწორებთ და სრულად შევძლებთ ჩვენი შესაძლებლობების წარმოჩენას.




                                                            შემადგენლობა

გვარისახელიკლუბიპოზიციასიმაღლე/წონადაბადების თარიღირაგბის თამაში დაიწყო
1გოგსაძებელათბილისიხაზი167/5919872008
2საღარაძესალომეთბილისიხაზი155/5319942011
3მუმლაძემედეათბილისიხაზი159/5619932011
4გიგილაშვილიელეონორათბილისიხაზი174/6319802011
5გვაზავაქრისტინექუთაისიხაზი172/6519922009
6კაშიანანაქუთაისიხაზი174/6619902011
7პოღოსიანიანათბილისიგამთამაშებელი172/6219842006
8ცინცქილაძეანათიაბათუმიგამთამაშებელი162/5019862009
9გიორგაძენათიათბილისიშერკინება165/7519932009
10მაისურაძემარეხითბილისიშერკინება188/7819912007
11ელოშვილინინოთბილისიშერკინება163/6319862006
12გამსახურდიაშორენათბილისიშერკინება163/7019862006
13სოსებაშვილინათიათბილისიშერკინება172/6519922011

No comments:

Post a Comment